ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. მე-12 ტურში პირველ ბუნდესლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი „კარლსრუე“ შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „მიუნსტერს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა აიღო.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, როდესაც „მიუნსტერის“ საჯარიმოში ვანცლიკისგან ბურთი მიიღო და მახვილ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 76-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-2 წუთზე ფრენკერტის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. ზივზივაძე თასზე გატანილი გოლების ჩათვლით, ამ სეზონსი საკლუბო დონეზე მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. იგი თავისი გუნდის საუკეთესო მეგოლეა, ხოლო მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა – ერთი ბურთით ჩამორჩება „დარმტადტსი“ შვედ ფორვარდ ლიდბერგს. „კარლსრუე“ 20 ქულით 18 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





