ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში მილანის „ინტერმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. პირველი ტაიმისთვუს დამატებულ მე-3 წუთზე ინგლისური გუნდის მცველმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჩალხანორლუმ გამოიყენა. ცნობისთვის, „ინტერმა“ მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა, ხოლო „არსენალმა“ 20-ჯერ და 5-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში მოხვდა.
სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა მილანელებმა ჩემპიონთა ლიგაში სამი მატჩი მოიგეს და ერთი ფრე დაასრულეს, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში ზედიზედ 9 შეხვედრაა არ წაუგიათ- 8 გამარჯვება და 1 ფრე. „ინტერი“ 10 ქულით 36 გუნდში მე-4 ადგილზეა.
„არსენალმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი თამაში პირველად წააგო. მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით ლონდონელებმა 7 ქულა დააგროვეს და მე-12 პოზიციაზეა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





