ლევანდოვსკის 99-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნმა“ მეორედ მოიგო

0
46

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში „ბარსელონა“ გასვლაზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა. ესპანური გრანდიდან დუბლი რობერტ ლევანდოვსკის შეასრულა, რომლის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 99 გოლია. თითო გოლი თავის ანგარიშზე ინიგო მარტინესმა, რაფინიამ და ფერმინ ლოპესმა ჩაიწერეს. ბელგრადელებიდან გოლები მვუმპამ და მილსონმა გაიტანეს. „ბარსელონამ“ ზედიზედ 7 თამაში მოიგო, მათ შორის 6 დიდი ანგარიშით – 28 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. „ბარსელონა“ 9 ქულით 36 გუნდში მე-6 ადგილზეა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ ლისაბონის „ბენფიკას“ 1:0 სძლია. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე მუსიალამ გაიტანა. „ბაიერმა“ მიმდინარე გათამაშებაში მეორე შეხვედრა მოიგო და 6 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი