დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.
უკრაინელებმა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში „ფელტინს არენაზე“ შვეიცარიის „იანგ ბოიზს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი არც ამჯერად ათამაშეს და ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„იანგ ბოიზი“ 27-ე წუთზე იმერიმ დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე ზუბკოვმა ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე სუდაკოვი შვეიცარიელთა საჯარიმოს მისადგომებთან ერთ მცველს გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „შახტარი“ 4 ქულით 36 გუნდში 28-ე ადგილზეა. აზაროვს მიმდინარე გათამაშებაში ჯერ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.ა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





