გერმანიის პირველი ბუნდესლიგის აუტსაიდერ „ბოხუმს’ სათავეში დიტერ ჰეკინგი ჩაუდგა, 60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ბოლომდე გააფორმა, მან პეტერ ზაიდლერი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით ბოხუმელებმა განვლილ 9 ტურში მხოლოდ ქულა აიღეს. გასულ წელს ჰეკინგი მე-2 ბუნდესლიგის „ნიურნბერგში“ მუშაობდა.
მანამდე, ის „ლუბეკს“, აახენის „ალემანიას“, „ჰანოვერს“, „ვოლფსბურგს“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“, და „ჰამბურგს“ ავარჯიშებდა.
მან „ვოლფსბურგს“ 2015 წელს გერმანიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. იმავე წელს ჰეკინგი გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





