ქვილითაია დაშავდა

0
52

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიირო და დიდი ალბათობით რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში „არისი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გამოდის, სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 0;2 წააგო. ქვილითაიი მატჩის მე-5 წუთზე დაშავდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. „არისი“ 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ არადიპუს „ომონიას“ შეუცვლელად უკაპიტნა გასვლაზე ლიდერ „პაფოსთან“ 0:4 წაგებულ შეხვედრაში. „ომონია“ 6 ქულით მეცხრეა.
მოქმედი ჩემპიონი აპოელი აპოლონს ეწვია და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნნენ. სტუმრების განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი არ იყო. აპოელი 17 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი