ჩაკვეტაძის საიუბილეო მატჩი და სამი ქულა

0
46

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, სამი ქულა „ბლექბერნთან“ საშინაო მატჩში აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც ინგლისური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ისევ შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისთვის განვლილი თამაში „უოტფროდის“ შემადგენლობაში 50-ე აღმოჩნდა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე კაიემბამ პენალტიდან გაიტანა. „უოტფროდს“ 12 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი