ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 42 წლის ინიესტა სათავეში არაბეთის გაერთიანებული საამიროების რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „გალფ იუნაიყედ“ ჩაუდგება.
ფეხბურთელობისას ინიესტას ბოლო კლუბი არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ემირეითსი“ იყი, რომელშიც 2023-2024 წლების სეზონში გამოდიოდა.
ინიესტამ კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 674-ჯერ ითამაშა და 67 გოლი გაიტანა. მან „ბარსას“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგა 9-ჯერ, ესპანეთის თასი ექვსჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ის ასევე იაპონიის “ვისელ კობეში” ირჯებოდა.
ინიესტამ ესპანეთის ეროვნულ გუნდში 131-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. მან 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, 2010 წელს კი – მსოფლიო ჩემპიონის.
ინიესტამ 2 სეზონი იაპონიის „ვისელ კობეში“ ჩაატარა, სადაც 133 მატჩში 26 ბურთი გაიტანა და 25 საგოლე პასი შეასრულა.
მან 2019 წელს იაპონიის თასი მოიგო, ხოლო 2020 წელს – სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი





