ზივზივაძის მე-7 გოლი გერმანიაში

0
64

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. მე-10 ტურში “კარსლრუე” შინ ბერლინის “ჰერტას” შეხვდა და 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე მაზას დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო 30-ე წუთზე მასპინძლებიდან ვანცლიკმა პენალტი ვერ გამოიყენა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საპასუხო ბურთი პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე თავით გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო. მან შეუცვლელად ითამაშა.
“ჰერტა” 49-ე წუთზე ზეეფლუკმა დააწინაურა, 58-ე წუთზე კი ნიედერლეხნერმა კარსლრუელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო. “კარლსრუე” 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ზივზივაძემ 7 გოლის გატანის გარდა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი