საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში ქართველები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 3:1 აჯობეს.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი კობახიძემ გახსნა. 36-ე წუთზე მოვსისიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სომხები კაცნაკლულნი დარჩნენ.
57-ე წუთზე მეტოქის კარი ანდრია ბართიშვილმა აიღო, ხოლო 76-ე წუთზე სიმონიანმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 90-ე წუთზე წერტილი კობა კაკაშვილმა დასვა. საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მოგებამდე, ჯგუფში მასპინძელ სლოვენიასთან 1:2 წააგო, ხოლო პოლონეთთან – 0:3. მომავალი წლის გაზაფხულზე ჩიტაურის გაწვრთნილები B ლიგაში იასპარეზებს.
ჯგუფში პირველ ადგილზე პოლონეთი გავიდა 7 ქულით, რომელიც ბოლო ტურში სლოვენიას დაუზავდა – 2:2. სლოვენიელებმა 7 ქულით მეორე პოზიციაზე დაიკავეს. ეს ორი გუნდი 2025 წლის გაზაფხულზე A ლიგაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





