„სამტრედიამ“ ლიდერი დაამარცხა და ბოლო ადგილს დაშორდა

0
67

ქუთაისის „ტორპედოსთვის“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის დასაწყისი წარუმატებე აღმოჩნდა. შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი ქუთაისელები სტუმრად აუტსაიდერ „სამტრედიას“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ უქულოდ დარჩნენ. .
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 57-ე წუთზე ბრაზილიელი ფელიპე პირესის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ცოტნე ფაცაციამ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0;1. 68-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა ლუკა ელბაქიძემ თანაგუნდელისგან იდეალური პასი მიიღო და ერთი შეხებით ესპანელი ინიგო მარტინი მოძებნა, რომელმაც შეტევა გოლით დაასრულა – 1:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე „სამტრედიას“ კონტრშეტევა მარცხენა ფლანგიდან როინ ოდიშელიძემ წამოიწყო, რომელიც გიორგი მჭრდლიშვილს გაცდა და საჯარიმოშო ზუსტი გადაცემა განელმა ამოაკოს გაუკეთა, რომლის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 1:2.
წაგების მიუხედავად „ტორპედო“ 57 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ მიმდინარე სეზონში პირვლელად ბოლო ადგილს თავი დააღწია და 25 ქულით მეცხრეა.
სამტრედია 2:1 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი