ჩემპიონმა ზედიზედ მესამედ მოიგო

0
45

ბათუმის „დინამომ“, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო წვრთნის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. 28-ე ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში ბათუმელები სტუმრად კახა ჩხეტიანის დამოძღვრილ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდნენ და დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
ბათუმელებს ბრაზილიელმა მარიო ბალბურდიამ მოაგებინა, რომელიც ბოლო ტურებში თავის გუნდში ალბათ საუკეთესოა. მან ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო და დაარტყა – რეკოშეტის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 10 გუნდში მეოთხეა. „კოლხეთი“ 29 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 1:2 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი