ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-6 ტურსიე ნეაპოლელებმა „მონცა“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის კარი აიღო – საჯარიმოში მყოფი მაკტომინეის დარტყმული ბურთი „მონცას“ მცველის ფეხისგან ხვიჩას მიუვიდა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან მიმდინარე სეზონში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ცნობისთვის, „მონცა“ ის გუნდია, რომელთან კვარაცხელიამ იტალიური კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა – 2022 წლის აგვისტოში. „ნაპოლი“ 13 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
“ემპოლიმ” “ფიორენტინას” მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. “ემპოლი” 10 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





