ალთუნაშვილმა კიტეიშვილს მოუგო და გალიდერდა

0
54

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში გრაცში „ქართული დერბი“ შედგა, რომელშიც ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგი“ მიიღო და 0:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ცნობისთვის ალთუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად მოხვდა.
„ვოლფსბერგმა“ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. ალთუნაშვილის გუნდმა მესამე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა.
„ვოლფსბერგი“ 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი