ზივზივაძე ამჯერად უგოლოდ

0
45

„კარლსრუე“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის მე-2 ბუნდესლიგის მე-6 ტურში სატურნირო ცხრილში უშუალო მეტოქე „მაგდებურგთან“ გასვლაზე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ამჯერად მოედანი გოლის გარეშე დატოვა. მე-5 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში არმაეჩიმ გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე იენსენმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 30-ე წუთზე ვანცლიკმა სტუმრები დააწინაურა. „მაგდებურგმა“ 78-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო და ქულა გადაარჩინა.
„კარლსრუე“ 14 ქულით 18 გუნდში მეორე ადგილზეა. ზივზივაძე 6 გოლით მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი