გიორგი გულიაშვილმა, რომელის „სარაევოს“ ღირსებას იცავს, ბოსნიის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. მე-7 ტურში „სარაევო“ სტუმრად „ბორაცს“ შეხვდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდის წყალობით გაიმარჯვა.
მასპინძლებმა მე-2 წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს, ხოლო მე-14 წუთზე გულიაშვილმა საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 25 მეტრიდან შეასრულა და მეტოქის კარი აიღო. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში 6 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი





