“ვალენსიამ” და მამარდაშვილმა სეზონში პირველად მოიგეს

0
29

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
მე-6 ტურში ვალენსიელებმა „ჟირონა“ მიიღეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ხოლო 56-ე წუთზე ანგარიში ლუის რიოხამ გახსნა. 58-ე წუთზე სტუმართა კარი დანი გომესმა აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და ჩვეულებისამებრ დამაჯერებელი იყო. „ვალენსიამ“ ბოლო ადგილს თავი დააღწია და 4 ქულით 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი