პიოლიმ „ალ-ნასრი“ ჩაიბარა

0
49

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი სტეფანო პიოლი „ალ-ნასრს“ გაწვრთნის, რის შესახებ საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსახური იუწყება. 58 წლის პიოლის მიერ საუდელებთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა. მან პორტუგალიელი ლუის კაშტრუ შეცვალა.
პიოლი „მილანს“ 2019-2024 წლები ავარჯიშებდა და 2021-2022 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე, 11 წლის განმავლობაში „როსონერი“ ოქროს მედლების მოპოვებას ვერ ახერხებდა.