„იბერიამ“ წარმატებული სერია ჩემპიონთან გაზარდა

0
41

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პაუზა დასრულდა, რომელიც ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობამ გამოიწვია და 24-ე ტურში ცენტრალურ მატჩში თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ხოლო საერთო ჯამში ხუთი ტურია წაუგებელელია. კორღალიძის დანიშვნის შემდეგ ჩემპიონატში „იბერია“ ჯერ არ დამარცხებულა.
შეხვედრის დასაწყისში დავით მუჯირმა კარგი პასით გიორგი მაკარიძესთან პირისპირ ტამბედუ დატოვა, რომლის დარტყმული თბილისელთა მეკარემ მოიგერია. 33-ე წუთზე ცოტნე კაპანაძე სტუმართა ნახევარზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.  პირველი ტაიმის მიწურულს ბაქარ ქარდავამ შორი მანძილიდან დაარტყა და ბათუმელთა მეკარე როინ კვასხვაძემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ბათუმელთა ნახევარრზე მყოფმა კაპანაძემ მარჯვენა ფლანგიდან საუცხოო პასი გაუკეთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ იური ტაბატაძეს, რომელმაც ერთი შეხებით კარის წინ მდგომი შეიკნე სილა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა – 1:0.
61-ე წუთზე „იბერიას“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კვასხვაძემ ჯერ საჯარიმოში მყოფი გიორგი ჯგერენაიას დარტყმული გაანეიტრალაა, შემდეგ – შეიკნე სილასი, ხოლო ნიკა მალის კარის ხაზიდან მოგერიებული ბურთი აგიაკვას მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 2;0. ნიდერლანდელმა მცველმა „იბერიას“ მაისურით პირველი გოლი მიითვალა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს თორნიკე ახვლედიანმა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოს მისადგომებთან გიზო მამაგეიშვილს გაუკეთა, რომელმაც ბურთისთვის ბრძოლაში კვასხვაძეს აჯობა და მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. „იბერიამ“ ამ სეზონში მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ მესამედ სძლია და საერთო ჯამში შავიზღვისპირელთა კარი 9-ჯერ აიღო.
„იბერია“ 45 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთლმა ბათუმელებმა მიჯრით 7 ტურია გამარჯვების გემო არ იციან და 35 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
იბერია 1999 3:0 დინამო ბთ 
“თელავის” თავკაცის თანამდებობაზე კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუს დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. თელაველბმა უშუალო კონკურენტი გიორგი ონიანის გაწვრთნილი “გაგრა” მიიღეს და 0:1 წააგეს. მატჩის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი პაპუაშვილმა მასპინძლების საჯარიმოს ხაზთან ერთი მეტოქე ჩამოიცილა და ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა.
“გაგრა” 24 ქულით მეცხრეა, ხოლო “თელავი” 23 ქულით – მერვე.
თელავი 0:1 გაგრა 

წლეულს ქუთაისელთა და ფოთელთა მესამე დაპირისპირებაც იმერულმა გუნდმა მოიგო. 3:2, 5:2 და ამჯერად 2:0.

74-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული. ანგარიში კი ცოტნე ფაცაციამ გახსნა, რომელმაც ლაშა შერგელაშვილის-ფელიპე პირესის კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით. ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიტანა. ეს იონსენის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაშიც ლიდერია.

ტორპედო ზედა სამეულშია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, კოლხეთი 1913 კი მეექვსე ადგილზეა.

ტორპედო 2:0 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი