საბა გოგლიჩიძემ “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა სერია A-ში. მე-4 ტურში “ემპოლიმ” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
20 წლის გოგლიჩიძემ შეუცვლელად მიჯრით მეორე შეხვდრა ჩაატარა, ხოლო საბა საზონოვს ისეთ თადარიგში ყოფნა აკმარეს. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ერთა ლიგის B ლიგაში თბილისში ჩეხეთთან 4:1 მოგებულ მატჩში ჰქონდა. “ემპოლი” 5 ქულით 18 გუნდში მე-7 ადგილზეა.
აქვსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში “ვოლფსბერგმა” შინ ვენის “რაპიდთან” ქულები გაიყო – 1:1. სამწუხაროდ, მასპინძლებში ისევ არ ათამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი.
ლაშა თაბაგარი
