საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებვმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაურია, თბილისში მოლდოველ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ სტადიონზე ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თენგიზ ნებულიშვილმა გახსნა, რომელიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოთარ კორღალიძის შვილიშვილია. ნებულიშვილმა 52-ე წუთზე დუბლი შეასრულა. სტუმრებიდან 55-ე წუთზე თავი როშკამ გამოიჩინა, რომელმაც 55-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა.მან 87-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე სტუმრების კარი კატკოვმა აიღო.
ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი არიან.
ლაშა თაბაგარი





