19-წლამდელებმა სლოვაკებთან მეორე ამხანაგური წააგეს

0
41

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის, სტუმრად სლოვაკ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, მინიმალური ანგარიშით წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში გუნდები დაზავდნენ – 2:2.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მე-60 წუთზე საქართველოს ნაკრებიდან ანგარიში საბა გეგუჩაძემ გახსნა. 72-ე წუთზე ვავრიკმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 78-ე წუთზე რატი გრიგალავმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 88-ე წუთზე სტუმრების კარი დიკოშბა აიღო და თავის გუნდს მოაგებინა – 2:1.
19-წლამდელები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ ეტაპზე მე-8 ჯგუფში ნორვეგია, შვედეთს და ესტონეთს შეხვდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდში ითამაშებენ.
მატჩის ოქმი – სლოვაკეთი 2:1 საქართველო 
ლაშა თაბაგარი