ლისაბონის „ბენფიკას“ ხელმძღვანელებმა ახალ მთავარ მწვრთნელად ბრუნუ ლაჟე დანიშნეს. 48 წლის პორტიგალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
2018 წელს ლაჟე „ბენფიკა B“-ს ხელმძღვანელობდა და სეზონის მსვლელობის დროს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. მან გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ერთი წლის შემდეგ, ლისაბონელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ და თანამდებობიდან დაითხოვეს.
ლაჟე 2021-2022 წლებში ინგლისის „ვულვერჰემპტონს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2023-ში – ბრაზილიის „ბოტაფოგოს“.
ლაშა თაბაგარი





