შოთა ნონიკაშვილის დებიუტი უკრაინის სუპერლიგაში კიევის „დინამოსთან“ შედგა. მე-6 ტურში „ჩერკასი“, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ შეუერთდა სტუმრად კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ნონიკაშვილმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთა ლიგაში სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის გამოიძახეს. შეუცვლელად ითამაშა.
„ჩერკასი“, რომელსაც ქართულ ფეხბურთში კარგად ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ანდრეს კარასკო წვრთნის, 9 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





