შენგელიამ ოფი-ში დებიუტი გოლით აღნიშნა

0
52

ლევან შენგელიამ ოფი-ს შემადგენლობაში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-3 ტურში ოფი სტუმრად „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში შემტევის პოზიციაზე ითამაშა და 50-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეტოქის საჯარიმოში შესულმა ზუსტი დარტყმით გაიტანა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
შენგელიამ ოფი-ში გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის შენგელია იმ მიზეზით არ გამოძახა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი