ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი მატჩი ჩაატარა. პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად გასულის სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებიდენ ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე იაპონელმა ლეგიონერმა მინამინომ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 70-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმა სისოკომ მეტოქის კარი აიღო, მაგრამ ვიდეორეფერის ასისტენთან გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა გოლი გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ლიგა 1-ში წელს დაბურნებულ „სენტ-ეტიენში“ „ბორდოდან“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





