ჩაკვეტაძემ ამჯერად თავის საგოლე პასით გამოიჩინა

0
52

გიორგი ჩაკვეტაძისთვის ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურიც წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ბურთი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა.
„უოტფორდმა“ „სტოკ სიტი“ მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, ქართველმა კონტრშეტევა წამოიწყო, ხოლო შემდეგ კაიენბეს უპასა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მანამდე, „უოტფორდიდან“ ანგარიში იმკავე კაიენბემ გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე მეორე გოლი ენდრიუსმა გაიტანა. 84-ე წუთზე შეცვლილი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„უოტფორდმა“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო და 6 ქულით 24 გუნდში მეორე ადგილზეა – „ბარნლის“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი