“ვალენსიას” “ბარსელონასთან” მამარდაშვილის კარგი თამაში არ ეყო

0
50

“ვალენსიამ” 2024-2025 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში “ბარსელონას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაშიც ყველაზე ნაკლები წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის.
მატჩის მე-15 წუთზე რაფინიამ “ვალენსიას” საჯარიმოს მისადგიმებიდან ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია. 44-ე წუთზე დიეგო ლოპესი სტუმართა საჯარიმოს მარცხნიდან მიაუახლოვდა და ზუსტი პასი გაუკეთა უგო დუროს, რომელმაც თავით გაიტანა. გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ოფსაიდის განსაზღვრის ავტომატურმა სისტემამ დააგინა, რომ ვალენსიელთა ფორვარდმა გოლი წესის სრული დაცვით გაიტანა – 1:0.
არბიტრის მიერ პირველი ტაიმისთვის დაამტებულ მე-2 წუთზე მარკ კასადოს დარტყმის შემდეგ, იარეკ გასიოროვსკიმ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ცოტა ხანში, “ბარსას” მეკარე ტერ შტეგენმა ბურთის თამაშში შეყვანის დროს შეცდომა დაუშვა და პასი დიეგო ლოპესს გაუკეთა, რომლის გადაცემის მერე უგო დურომ ერთი შეხებით დაარტყა, ხოლო სტუმრები გოლის გაშვებას კუბარსიმ გადაარჩინა. ტაიმის ბოლო წუთზე ბალდეს დიაგონალური პასის შემდეგ, მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ლამინ იამალმა ბურთი კარის გასწვრივ გაგზავნა, სადაც რობერტ ლევანდოვსკიმ გასიოროვსკის დაასწრო და ვარდნაში გაიტანა – 1:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში მოსკერამ თავის საჯაირმოში რაფინია წააქცია და არბიტრმა “ვალენსიას” კაშში პენალტი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ გაიტანა. 57-ე წუთზე იამალის პასის მერე ფერან ტორესი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ საქართველოს ნაკების მეკარემ ბურთი მოიგერია. მატჩისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა.
ლაშა თაბაგარი