კიტეიშვილმა ავსტრიაში ანგარიში გახსნა

0
47

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ნგრაცის „შტურმში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 მტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „აუსტრიას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმიდან“ მეორე ბურთი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ბიერეტმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი