მამადუ სახოს თქმით ქუთაისის “ტორპედო” თავდაჯერებულია და დანებებას არ აპირებს. ქუთაისელთა ფრანგმა ლეგიონერმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიასთან” 1 აგვისტოს შინ გასამრთ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამადუ სახო:“მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ.
ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც “ომონიას” ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე”.
“ტორპედომ” პირველი თამაში სტუმრად 1:3 წააგო. რამაზ შენგელიას სახელობის სტაიოდნზე მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიაყება.
ლაშა თაბაგარი





