გველესიანი „პერსეპოლისში“ დარჩა

0
63

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის მცველი ირანის ჩემპიონში მომავალი წლის ივნისამდე დარჩება.
მან განვლილ სეზონში  ირანის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 6 გოლი მიითვალა. ბოლო ტურში თეირანელებმა სწორედ ქართველი მცველის გოლით მოიპოვეს ოქროს მედლები. გველესიანმა “პერსეპოლისთან” ერთად ირანის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, შარშან ირანის თასი და სუპერთასი მოიპოვა. ის 2023 წელს ირანის ლიგის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
გველესიანმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში 3-ჯერ ითამაშა – ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან.
ლაშა თაბაგარი