„ფენერბაჰჩე“ მაროკოს ნაკრების ფორვარდს ყიდულობს

0
68

იუსუფ ენ-ნესირი „სევილიადან“ თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ გადადის, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
თურქული კლუბი მაროკოს ნაკრების 27 წლის თავდამსმელში სევილიელებს 20 მილიონი ევროს გადაუხდის. ენ-ნესირი კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს და წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
მაროკოელი ფეხბურთელი „სევილიაში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობდა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი