მათე კვირკვია კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს. ქართველმა გარემარბმა კონტრაქტი უმაღლესი დივიზიონის „კარმიოტისასთან“ გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონის განჯის „ქიაფაზში|“ გაატარა. სადაც ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
კვირკვია „ქიაფაზამდე“ თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“, „ზესტაფონში“ გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ბათუმის „დინამოში“, თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში“ და „გაგრაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





