ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო, რაც რეკორდია. “ფურია როხამ” ამ მაჩვენებლით გერმანიას გაასწრო. ბერლინში “ოლიმპიაშტადიონზე” გაამრთულ ფინალში ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილი გუნდი ინგლისს შეხვდა, რომელსაც გარეთ საუთგეიტი ხელმძღვანელობს და 2:1 დაამარცხა.
მატჩის 47-ე წუთზე ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ, ინგლისელების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ნიკო უილიამსმა ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე ინგლისელებმა კარგი კომბ9ინაცია გაითამაშეს და ბელინგემმა პაქსი პალმერს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა 1:1. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საგოლე გადაცემა მიითვალა. 86-ე წუთზე კუკურელიამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და ოიარსაბალმა მცველს დაასწრო, რის შემდეგ ვარდნაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ესპანეთმა ტურნირზე შვიდივე თამაში მოიგო და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდი დაამყარა. “ფურია როხამ” განვლილ ტურნირში 15 გოლი გაიტანა, რაც ასევე რეკორდია.
ლამინ იამალი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელთა ნახევარმცველი როდრი აღიარეს.
ინგლისელთა თავკაცი საუთგეიტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორი ფინალი წააგო.
ლაშა თაბაგარი





