“დილამ” ფრანგი მცველი დაიმატა

0
53

გორის “დილამ”, რომელსაც მიმდინარე კვირაში სათავეში პორტუგალიელი ფრანჩესკო მიგელ კასტრო ჩაუდგა, ფრანგი მცველი ჟან მარკ ტიბუე დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსაამსახური იუწყება:
“გორის “დილამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა – 24 წლის ფრანგი მარცხენა მველი ჟან მარკ ტიბუე ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს.
ჟანი გუნდს ბულგარეთის მეორე ლიგის გუნდ “ეტარიდან” შეუერთდა. იგი “ბორდოს” აკადემიის აღზრდილია რის შემდეგაც ირიცხებოდა ფრანგული “ამიენის” და “ვალანსიენის” რიგებში. ამის შემდეგ, მან კარიერა განაგრძო ბერძნულ “აპოლონში” ასევე იგი გამოდიოდა ბელგიურ “მანდელ იუნაიტედში”.
ლაშა თაბაგარი