თბილისის „დინამოსთვის“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ჩერნოგორიის „მორნართან“ ჩატარებულ შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილი თბილისელები ევროთასების დებიუტანტთან დამარცხდნენ და მათი თამაშის შემხედვარე საპასუხო დაპირისპირებაში სასურველი შედეგის დაფიქსირება გაუჭირდებათ.
მასპინძლებიდან ანგარიში დჯურიშიჩმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. 23-ე წუთზე დჯურიშიჩის გადაცემის მერე, ვუსუროვიჩმა თავისი გუნდი კდიევ უუფრო დააწინაურა, გარდა ამისა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა ბურთი დინამოელთა ხარიხასაც მოახვედრეს. ამის ფონზე შესვენებამდე ჩვენს გუნდს კარის მიმართულებით ხეირიანად არ დაურტყამს.
შესვენების შემდეგ, „დინამო“ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და კარგია, რომ პოდგორიცა გოლის გატანის გარეშე არ დატოვა. 84-ე წუთზე მასპინძლებს სერატიჩი გაუძევეს, რომელმაც ხვადაგიანთან უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 86-ე წუთზე დავით სხირტლაძეს „მორნარის“ მცველი თავის საჯარიმოში აშკარად ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა ამ ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ოსკარ სანტისმა კუთხური ჩააწოდა და უგრეხელიძემ თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. შეხვედრის ბოლო წუთზე შეტევაში ჩართულმა ხვადაგიანს მეტოქის საჯარიმოში ბურთი ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში მიუვიდა და აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, „დინამო“ დამარცხდა და ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.
“მორნარი“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (2:0)
11 ივლისი. პოდგორიცა
„მორნარი“: პოპოვიჩი,სტევანოვიჩი, ბაოშიჩი, მიტროვიჩი, ვუკოტიჩი (სერატიჩი 71); დუბლიევიჩი (ცეტკოვიჩი 71), კალუდიეროვიჩი, დიურიშიჩი (ვუკოვიჩი 90), ზორიჩი (კიში 66), ონდონ-მბა (ვუაიჩიჩი 90), ვუშუროჩი.
მთავარი წვრთნელი: სიმო მედიგოვიჩი.
„დინამო” (თბილისი): მაქაცარია, ხადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხარებაშვილი (ბაგრატიონი 81), ლომინაძე (სხირტლაძე (46), ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 69), ცეცხლაძე (სამუშია 46), სიმონი, სანტისი; სალია (იობაშვილი 70).
მთავარი მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდოფერი.
გოლები: 1:0 დიურიშიჩი (20), 2:0 ვუშუროვიჩი (23), 2:1 უგრეხელიძე (90).
გაფრთხილება: დუბლიევიჩი (38), უგრეხელიძე (44), კალანდაძე (68), მოისწრაფიშვილი (87), ხვადაგიანი (87)დიურიშიჩი (89).
გაძევება: სერატლიჩი (84).
მთავარი მსაჯი: გოშო გინჩევი (ბულგარეთი)
ლაშა თაბაგარი




