გარეთ საუთგეიტი; „ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ასე არაა?“

0
57

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტისთვის მიუღებელია ის კრიტიკა, რომელიც მის გუნდს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს შეხვდა. მან ამის შესახებ 1/2-ფინალში ნიდერლანდების დამარცხების და ზედიზედ მეორედ ფინალში გასვლის შემდეგ გაანცხადა. საუთგეიტი ერთადერთია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ასეთი შედეგი აჩვენა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. რთული მატჩი აღმოჩნდა და ჩვენი მიდგომის შეცვლა მოგვიწია, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის დროს. მუდმივად ადაპტირება გვიწევდა და ფეხბურთელები ძალიან კარგ გადაწყვეტილებას იღებდნენ. გუნდისთვის შეხვედრის დასასრული განსაკუთრებული აღმოჩნდა და ჯილდო გამოთქვა იმისთვის, რომ ბოლომდე იხარჯება.
მთავარია, რომ ყველა მოთამაშე მოედანზე გასასვლელად მზადაა. ჩვენ ვიგრძენით, რომ დაღლილობის გამო წნეხს ვამცირებდით და ამავე დროს ჰარი კეინს ფეხში ძლიერად მოხვდა. ოლი უოტკინსი პრესინგს კარგად თამაშობს და მცველების ზურგსუკან იხსნება. მიხარია, რომ ოლიმ თავისი დიდების წუთი მიიღო.
ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ასე არაა? როდესაც ამაყი ინგლისელი ხარ და შენი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ, მაგრამ შემხვედრა ნაბიჯს ვერ ხედავ და გაკრიტიკებენ, ძალიან რთულია. ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის აღნიშვნა რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენი გულშემატკივრებიი საუცხოო იყვნენ. მსგავსი საღამოების მოწყობა, რაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე რამდენჯერმე მოვახერხეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს.
ამ თანამდებობაზე რომ არ ვმუშაობდე, მატჩს როგორც გულშემატკივარი ვუყურებდი და მათ მსგავსად აღვნიშნავდი. ჩვენ დიდწილად მონათესავე სულები ვართ, მაგრამ გუნდს უნდა ვუხელმძღვანელო. ჩემთვის ასეთი საღამოს ჩუქება, რაღაც განსაკუთრეებულია“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს BBC.
14 ივლისს ინგლისი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ესპანეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი