ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ინგლისთან 1/2-ფინალში შესაძლოა დამატებით დროს იმსახურებდა და მსაჯს დუმფრისის მეტოქის ფორვარდ ჰარი კეინთან ორთაბრძოლის დროს პენალტი არ უნდა დაენიშნა.
„ინგლისი პირველ ტაიმში შუა ხაზში პრობლემებს გვიქმნიდა. ჩვენ ვერ ვახერხებდით იმის კონტროლს თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი ხაზებს შორის ბელინგემისა და ფოდენის წყალობით. ჩვენ კიდევ ერთი ნახევარმცველი დავამატეთ და თამაში უფრო თანაბარი გახდა.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო 20-25 წუთში მოწინააღმდეგეზე უფრო მეტი ძალა გვქონდა, რომელამც საუცხოო გოლი გაიტანა. ასეთია ფეხბურთი. შესაძლოა, ჩვენ დამატებითი დრო დავიმსახურეთ, მაგრამ არის ის რაც არის. ჩვენი მოთამაშეებით უნდა ვიამაყოთ, რადგან საუცხოო ჩემპიონატი ჩავატარეთ.
დუმფრისზე პენალტი არ იყო. მისი ერთადერთი განძრახვა გახლდათ, რომ კეინის დარტყმა დაებლოკა, რა დროსაც მათი ფეხები შეეჯახა. VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებების გამო ფეხბურთი ინგრევა, ინგლისს ასეთ პენალტს არ დაუდებდნენ. იმ ეპიზოდში მცველს რა უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, რომ მსაჯი მატჩის მსვლელობის დროს ხშირად სულელურად სტყვენდა, მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია“ – იუწყება ნიდერლანდელი სპეციალისტის ნათქვამს ESPN.
ლაშა თაბაგარი





