სტეფანო პიოლი „მილანიდან“ დაითხოვეს

0
42

იტალიის სერია A-ში სეზონის დასრულების შემდეგ, სტეფანო პიოლი „მილანის| მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მილანური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
58 წლის იტალიელ სპეციალისტს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან და ამიტომ, თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
პიოლი „მილანს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა და 2021-2022 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე, 11 წლის განმავლობაში „როსონერი“ ოქროს მედლების მოპოვებას ვერ ახერხებდა.
ლაშა თაბაგარი