დრაგან სტოიკოვიჩი სერბებს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს

0
101

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 56 წლის სპეციალისტმა ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე დადო. შედეგად, ის სერბებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.
ლეგენდარულმა სერბმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის 2021 წლის მარტში ჩაიბარა და მსოფლიო 2022 წლის მუნდიალზე გაიყვანა.
სერბეთის ნაკრები გერმანიაში ზაფხულში გასამართ ევროპის პირველობაზე ჯგუფში ინგლისს, სლოვენიას და დანიას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ სერბები იუგოსლავიის დაშლის მერე, ევროპირველობაზე პირველად ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი