ტიაგუ მოტა „ბოლონიადან“ წავიდა

0
39

ტიაგუ მოტამ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. წარმოშობით ბრაზილიელმა, მაგრამ იტალიის მოქალ;აქე სპეციალისტმა კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.
„ამ ორი წლის განმავლობაში მომზადებულ და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი ვნახე, რომელმაც გუნდს საუცხოო სათამაშო ინდივიდუალობა შესძინა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით ის და ყველა მოთამაშე ჩვენი კლუბის ისტორიაში შევიდა“ – განაცხადა „ბოლონიას“ პრეზიდენტმა ჯოუი საპუტომ.
მოტას ხელმძღვანელობით 2023-2024 წლების სეზონში 60 წლის განმავლობაში პირველად ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის საგზური მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით. მოტა ტურინის „იუვენტუსს“ გაწვრთნის, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი დაითხოვა.
ლაშა თაბაგარი