ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პოლონეთის ექსტრაკალსას გუნდს თავისი მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა.
28 წლის კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 69 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში პოლონურ გუნდში ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





