მამარდაშვილს „ატლეტიკო“ და „ნიუკასლის“ იწვევენ – „ვალენსიამ“ დმიტრიევსკი იყიდა

0
43

გიორგი მამარდაშვილი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ვალენსიას“ დატოვებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოს“ და „ნიუკასლს“ სურთ.
მამარდაშვილის წასვლას რომ რეალურია, ამას „ვალენსიას“ მიერ „რაიო ვალეკანოდან“ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარის შეძენა ადასტურებს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 30 წლის დმიტრიევსკი „რაიოსთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
23 წლის მამარდაშვილმა ამ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა, ხოლო 13-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი