ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 1:2 მარცხის მერე, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მსაჯმა მის გუნდს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.
„ჩვენ თითქმის გავედით ფინალში და თითქმის მივაღწიეთ მიზანს. შეცცდომა ჩვენმა საუკეთესო ფეხბურთელმა დაუშვა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ინდივიდუალურმა შეცდომამ თამაშის მსვლელობა შეცვალა, ხოლო შემდეგ საშუალება არ მოგვცეს, რომ ანგარიში 2:2 გამხდარიყო.
მეორე გოლი დამატებით დროში გავუშვით. შემდეგ გავიტანეთ, რასაც გვერდითი და მთავარი მსაჯის კატასტროფული შეცდომა მოჰყვა. ეს ღალატს ჰგავდა. მოედანზე დაუჯერებელი ბრძოლა იყო. მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ და მიზანს თითქმის მივაღწიეთ. ახლა „რეალს“ ვულოცავთ.
გვერდითმა მსაჯმა მომიბოდიშა, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ალმის აწევა ასეთ მომენტში…მსაჯმა დაინახა, რომ ბურთი მივიღეთ და კარში დავარტყით…ეს ძალიან, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ეს წესების საწინააღმდეგოა. ეს კატასტროფაა. ამის მიღება ძნელია, მაგრამ რეალობა ასეთი. „ბერნაბეუზე“ რას ვფიქრობ? იმას, რომ მსაჯების გადაწყვეტილებაზე მოქმედებს“ – იუწყება გერმანული სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი





