პეპ გვარდიოლა: „რეალს“ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია“

0
53

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მადრიდის „რეალს“ პატივს სცემს, მაგრამ არ ეშინია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მეხვედრაში შინ ესპანურ გრანდთან მატჩამდე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ესპანეთის დედაქალაქში 3:3 დამთავრდა.
„მადრიდის „რეალს“ პირისპირ ბევრჯერ შევხვედრივარ. ამ გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ მოვიტყუილები თუ ვიტყვი, რომ მისი მეშინია. არსებობს დაპირისპირება, რომელშიც კარგად თამაში და გამარჯვება გსურს – ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ. თუმცა, მეტოქის არ მეშინია და თუ დაგვამარცხებს, რაც ბევრჯერ გაუკეთებია, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.
მეტოქემ იცის, რომ მოედანზე მოსაგებად გავალთ. ანჩელოტის შეუძლია რამდენიმე სიუპრიზი შემოგვთავაზოს. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე პირველ მატჩში. „რეალი“ იმ შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა, ხოლო ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ჩავაკორექტიროთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
„სიტი“ – „რეალის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი