თბილისის “იბერიამ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მოიგო. მე-9 ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი წყალტუბოში ადგილობრივ “სამგურალს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. მატჩის მე-6 წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა დაახლოებით 28 მეტრიდან ბაქა ქარდავამ ძლიერი დარტყმით ბურთი “ცხრიაბში” გაახვია. 26-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ 23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარისი გაათანაბრა – 1:1. 31-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა ზუსტი პასით “იბერიას” საჯარიმოში გახსნილი გიორგი ფანცუალაია მოძებნა, რომელმაც “სამგურალის” მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა – 2:1. 52-ე წუთზე სტანდარტულის შესრულების შემდეგ, თბილისელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ოთარ მამაგეიშვილმა ძლიერი დარტყმით ზედა კუთხეში გაიტანა – 2:2. 75-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიზო მამაგეიშვილი წყალტუბოელთა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ხორვატმა მცველმა ბარტულ მარკოვინამ თავის კარში ჩაჭრა – 2:3. “იბერია” 22 ქულით პირველ ადგილზეა და მიუხედავად იმისა ტურის სხვა მატჩები როგორ დასრულებდა, ლიდერობას ვერავინ შეეცილება. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით “სამგურალმა” 5 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
სამგურალი 2:3 იბერია 1999
მე-9 ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში “თელავმა” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. “ტორპედო” 16 ქულით მეოთხეა, “თელავი” კი 10 ქულით – მეხუთე.
თელავი 0:0 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





