ლუკა გადრანმა მიმდინარე სეზონში ალმათის “ქაირათში”, სადაც სადებიუტო სეზონს ატარებს, პირველი გოლი გაიტანა. ყაზახეთის თასის 1/8-ფინალში “ქაირათმა” “თურანი” მიიღო და 3:0 აჯობა. მე-40 წუთზე, გიორგი ზარიამ საჯარიმო დარტყმის შეასრულების დროს მეტოქის საჯარიმოში გადრანი მოძებნა, რომლის თავურის მერე, ანგარიში 2:0 გახდა. ზარია, რომელის “ქაირათს” სეზონის წინ შეუერთდა, 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გადრანმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “ქაირათი” შემდეგ ეტაპზე გავიდა, რადგან ყაზახეთის თასზე გუნდები თითო შეხვედრას ატარებენ.
თასის გათამაშებას გამოეთიშა ლევან კორღალიძის გაწვრთნილი “ჟენისი”, რომელიც შინ “ასტანასთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძლებში მცველმა ზურაბ თევზაძემ შეუცვლელად ითაამაშა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი ბიძინაშვილი განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი





