“ტორპედოში” ბრაზილიელი მცველი ითამაშებს

0
34

ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. იმერული საფეხბურთო კლუბის ინფორმაციით კონტრაქტი ბრაზილიელ მცველ აურო ალვაროსთან გააფორმეს:
“ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო “ტორპედოს” ფეხბურთელია. 28 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ორდაბასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. წლების განმავლობაში ტორპედოს ახალწვეული ბრაზილიური სანტოსის ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში “ტორონტოს” შემადგენლობაში. 2018 წელს “ტორონტოსთან” ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცეჩემპიონიც გახდა. აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი.ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა”.
ლაშა თაბაგარი