დიეგო სიმეონე: „მეორე თამაშში ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“

0
40

ადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგსი 1/4-ფინალში შინ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 2:1 მოგებულ მატჩში, მისმა გუნდმა კარგად 60-70 წუთი ითამაშა.
„ჩვენ კარგად 60-70 წუთი ვითამაშეთ. ამიტომ, ბუბევრივია, რომ რაღაც მომენტში მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. „ბორუსიამ“ შეტევაში გადაადგილება მოახდინა – სწრაფი გარემარბები გამოიყვანა და ფორვარდები შეცვალა. ამან ინიციატიცის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა. ლინომ მესამე გოლი ვერ გაიტანა, როდესაც ამის შანსი ჰქონდა, ხოლო შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა.
მეორე თამაში ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა Movistar-თან.