“ბარსელონამ” 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

0
30

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. 1/4-ფინალის პირველ მატჩში ხავის გაწვრთნილი კატალონიელები სტუმრად ლუის ენრიკეს დამოძღვრილ პსჟ-ს შეხვდნენ და სანახაოებრივ დაპირისპირებაშ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის 37-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს პარიზელთა საჯარიმოში რაფინიამ მიიღო, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. პსჟ-ს “ბარსას” კართან პირველ ტაიმში მომენტი არ შეუქმნია და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა.
თუმცა, პარიზელებმა მეორე ტაიმი რიხიანად დაიწყეს და 48-ე წუთზე უსმან დემბელემ ესპანელთა საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ “ცხრიანში” ზუსტად დაარტყა. 50-ე წუთზე პსჟ-ს კარგი შეტევის შემდეგ, ბარსელონელთა საჯარიმოში შესულმა ვიტინიამ ბურთი დაბალ კუთხეში გაგზავნა – 2:1. პარიზელებს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ბარკოლას დარტყმული ბურთი მოხვდა ზედა ძელს, ხოლო დემბელეს კარი გვერდითმა ძელმა არ დაანება.
66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პედრიმ ბურთთან პირველივე შეხებით საუცხოო პასი გაუკეთა პსჟ-ს საჯარიმოში გახსნილ რაფინიამ, რომელმაც ჰაერიდნა გაიტანა – 2:2. 77-ე წუთზე გიუნდოგანმა კუთხური ჩააწოდა და თამაშში შეცვლაზე ჩართულმა კრისტენსენმა ზუსტი თავურით “ბარსას” მოაგებინა – 2:3. პსჟ-მ ბოლო 28 მატჩიდან პირველად წააგო. ისიც სათქმელია, რომ განვლილ შეხვედრაში პსჟ-ს კაპიტანმა კილიან მბაპემ ბურთი კარის ჩარჩოში ვერცერთხელ მოახვედრა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში “ბარსელონაში” 16 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი